სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა ქალთა საფეხბუთო კლუბ “ლანჩხუთს” “ნიკესთან” მოგება ჩაუთვალა, _ ამის თაობაზე ინფორმაცია ლანჩხუთელთა გუნდი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
“ისევე როგორც სხვა შეხვედრების დროს, წესების სრული შესაბამისობით, ვაპირებდით მატჩის გადაღებას, რაც მასპინძელმა გუნდმა გააპროტესტა და უარი განაცხადა თამაშზე”, _ განმარტავენ ლანჩხუთის საფეხბუთო კლუბში.
მათი შეფასებით, ფეხბურთი არ არის მხოლოდ ბურთის გორება, ის, ასევე, არის მეტოქე გუნდის, საკუთარი ფეხბურთელების და მაყურებლების მიმართ პატივისცემა.
“ჩვენ სამწუხაროდ, რაც იმ დღეს ვერ დავინახეთ”, _ ამბობენ კლუბში.
ცნობისთვის, 22 ივნისს დაგეგმილი ქალთა ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველ ადგილზე მყოფი “ლანჩხუთი” და მოქმედი ჩემპიონი “ნიკე” უნდა შეხვედროდნენ, არ შედგა. გუნდები მოედანზე გამოვიდნენ, მაგრამ თბილისელებმა მოედანი ისე დატოვეს, მატჩი არც დაწყებულა. როგორც გაირკვა, მასპინძლებმა სტუმარი გუნდის მიერ მატჩის რამდენიმე ვიდეოგადაღება გააპროტესტეს.
ავტორი: სოფო წილოსანი