ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 86 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მიაწოდეს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში კორონავირუსზე 22 763 ტესტია ჩატარებული, საიდანაც დაფიქსირებულია ინფიცირების 3257 შემთხვევა.
3257 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა 3059, 29 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 169 შემთხვევა.
169 ინფიცირებულიდან 35 ადამიანი სტაციონარში, 37 საკარანტინე სივრცეში, ბინაზე კი 97 მკურნალობს.
თვითიზოლაციაში რჩება 4 ადამიანი.