ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
კორონავირუსით ინფიცირება ჩხაკაურაში 1 ოჯახის 3 წევრს დაუდასტურდა. ინფიცირების 1 შემთხვევა კი დაბაში გამოვლინდა.
ინფიცირების შემთხვევები ოჯახურ კლასტერს უკავშირდება.