“საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში საეკლესიო სასამართლო შეცვალა ე.წ. ზნეობრივმა კომისიამ და წმინდა სინოდი შეცვალა ე.წ. სინოდალურმა ეკლესიამ. როგორც ჩანს, პატრიარქი კი შეცვალა საპატრიარქოს ლიდერშიფმა.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ეკლესიაში სასულიერო პირებისათვის არ არსებობს სიმართლის ძებნის თეორიული შესაძლებლობა მაინც, გადაწყვეტილებების მიმღები კი ვიწრო უზურპატორთა ჯგუფია, რომლებიც ცდილობენ მოირგონ პატრიარქის ფუნქციაც და წმინდა სინოდის ფუნქციაც.
შეიძლება ითქვას, საეკლესიო მართვის პრინციპი და წესი სრულად ჩამოშლილია და ვიწრო ჯგუფი განაგებს. ასეთ მდგომარეობას დარგობრივად ძალაუფლების უზურპაცია ჰქვია ერშიც და ბერშიც”, _ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.