უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთს სთავაზობს პლატფორმას, გენოციდის ხელშეწყობისა და მათი შემდგომი მკვლელობების წახალისებისთვის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს რუსეთის მიერ უკრაინის განადგურებას და შემდეგ რუსეთს გენოციდის პოპულარიზაციის პლატფორმას სთავაზობს. აშკარაა, რომ რუსული ფულით, რომელიც ყიდულობს ოლიმპიურ ფარისევლობას, უკრაინის სისხლის სუნი არ ასდის, ასე არ არის, ბატონო ბახ?”– წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ტვიტერზე.
ამ განცხადებით ეხმაურება პოდოლიაკი იმ ცნობას, რომ ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს რუსების შემდგომ ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადიდან ამოღება და მათ ნეიტრალური დროშით მონაწილეობის საშუალებაც კი არ მისცეს.
“არ არსებობს ნეიტრალიტეტი, როდესაც ასეთი ომია. ჩვენ ვიცით, რამდენად ხშირად ტირანები ცდილობენ გამოიყენონ სპორტი თავიანთი იდეოლოგიური ინტერესებისთვის. აშკარაა, რომ რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური დროშა სისხლით არის შეღებილი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი