საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 14 მარტიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება.
კანონში ცვლილებები ეხება მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, საქმის განხილვის საქვეყნოობის, უზენაეს, სააპელაციო, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოების, მათ თავმჯდომარეებს და საქმეების განხილვის წესს.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ხვალიდან ძალაში შედის მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნის, მათი მივლინებისა და საქმიანობის შესახებ ახალი წესები.
კანონის ახალი რეგულაციით, ხვალიდან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.
ცვლილებები შედის მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურის შესახებ თავშიც. დგინდება მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი.
ცვლილებები ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის, არჩევისა და მის მდივნის საქმიანობის წესსაც.