საერთოდ არ გიტყდება?! შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?! – ასე მიმართავს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლკიანი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს.
,,მახსოვს, ნამდვილებს ეძებდი 2012 წელს. ვისაც დიქტატურის დამარცხების ძალა, სურვილი და ერთი ადგილი ექნებოდა და აჰა, აგერ, ორი ნამდვილი პატრიოტი ბიჭი გიპოვე. ქვეყანა უყვართ, რუსებს ვერ ეგუებიან სამშობლოს საჭესთან. ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს რომ ერთს, ოლიგარქისთვის შეუგინებია, მეორეზე თავადაც ვერ ჩამოყალიბდნენ. საერთოდ არ მგონია მამის შეცდომაზე გთხოვ ახლა პასუხს, იმიტომ რომ შენ იყავი მისი კამპანიის ერთ ერთი სახე და ახლა როგორც “ნამდვილი” კლიპების შემქმნელს მოგმართავ, საერთოდ არ გიტყდება?! შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?!”,- წერს ჟორჟოლიანი.