რამდენიმე წუთის წინ საგამოცდო ცენტრიდან სტუდენტები ძალის გამოყენებით გამოაძევეს.
ღამის განმავლობაში, დაცვის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მივიდნენ.
დილით, საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები მივიდნენ და ზოგი მათგანი სტუდენტებს შეურაცხყოფას აყენებდა.
მალევე, სტუდენტებს ცენტრი ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, ამ ადამიანთა დიდი ნაწილი გაურკვეველი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო და არ წარმოადგენდა უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს.
როგორც იცით, უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა, წუხელ საგამოცდო ცენტრი დაიკავა და მოთხოვნები წამოაყენა.
სტუდენტები ითხოვენ:
- გათავისუფლდნენ სტუდენტები და სხვა დაკავებულები;
- აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის;
- გაიზარდოს სტიპენდია საცხოვრებელ ხელფასამდე;
- განათლების დაფინანსების გაზრდა და მაღალი ყოველწლიური გადასახადების გაუქმება სტუდენტებისთვის. „სისხლის სამართალში გადახვედით?!“ _საგამოცდო ცენტრის დაცვის უფროსი სტუდენტებს.