თსუ-ს ბიბლიოთეკის შენობასთან საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც სტუდენტებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
შეგახსენებთ, რომ „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა დაიკავა, სადაც ახლა საგამოცდო ცენტრია.
სტუდენტები ითხოვენ:
- გათავისუფლდნენ სტუდენტები და სხვა დაკავებულები;
- აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის;
- გაიზარდოს სტიპენდია საცხოვრებელ ხელფასამდე;
- განათლების დაფინანსების გაზრდა და მაღალი ყოველწლიური გადასახადების გაუქმება სტუდენტებისთვის. „სისხლის სამართალში გადახვედით?!“ _საგამოცდო ცენტრის დაცვის უფროსი სტუდენტებს.