რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდა ინფორმაცია სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუნი ფიქსირდება.
ა(ა)იპ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მაია ქუტიძის თქმით, ოზურგეთში ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
“საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ყველა სკოლის და საბავშვო ბაღის ექიმი და ექთანი ამოწმებს ბავშვებს. მიმდინარეობს სისტემატიური შემოწმება.” – გვითხრა მაია ქუტიძემ. მისივე თქმით, მუნის შემთხვევები წინა წლებში ფიქსირდებოდა ოზურგეთში.
ავტორი




























































