საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, ვალდებულია, გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. ცენტრის თანამშრომელს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა სამჯერ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი გამოცდის მინიმალური ბარიერს ვერცერთ ჯერზე ვერ გადალახვას, მასთან შრომითი ურთიერთობების წყდება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმართავთ, რომ მიმდინარე წელს, სასწავლო სატრენინგო ცენტრში ტრენინგი გაიარა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა თანამშრომელთა უმრავლესობამ, ხოლო 63 პირმა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო. შესაბამისად, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, აღნიშნული თანამშრომლები ვერ გააგრძელებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში საქმიანობას.
ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასწავლო სატრენინგო ცენტრში, გამოცდების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ცენტრის თანამშრომელი არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ცენტრის თანამშრომელი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში, ხანგრძლივ რეანიმაციული მკურნალობას გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს”,_ ნათქვამია განცხადებაში.