შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის უფროსის მოადგილედ შოთა ჭანუყვაძე დაინიშნა.
ჭანუყვაძე ბოლო ორი წლის განმავლობაში კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.
რაც შეეხება კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსს _ ჭანუყვაძე ამ თანამდებობაზე მისმა პირველმა მოადგილემ, ზურაბ ბერიკაშვილმა შეცვალა.