ინციდენტი მოხდა საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ ქსელურ მაღაზიაში. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ობიექტზე კარის მინები მუშტით ჩაამსხვრია.
როგორც გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მას მაღაზიის პერსონალთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 112 ის ბრიგადა გამოიძახეს და მამაკაცი საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაშიც აგრესიულად იქცეოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მამაკაცი ასევე ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, 187-ე მუხლით დაწყებულ საქმეზე მას შესაბამისი ბრალი წარედგინება.





































































