საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხდებას ავრცელებს და სანკტ-პეტერბურგში მყოფ საქართველოს მოქალექეებს მოუწოდებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები.
“სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“: +7 926 926 2740.
ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. ”ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სანკტ პეტერბურგში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved