ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილე საგურამოში საზეიმოდ აღინიშნება.
მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის სახლ-მუზეუმში დილიდან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში ილია ჭავჭავაძის შესახებ ხუთ სხვადასხვა თემაზე იმუშავებენ. თავისუფალი თემების პრეზენტაცია საღამოს გაიმართება.
საგურამოში დღის განმავლობაში სტუმრებს ელოდებიან. სხვადასხვა ღონისძიება, სლოგანით „ილია – ჩვენი თანამედროვე“ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საღამოს საზეიმო კონცერტით დასრულდება.