საჰაერო ბუშტის ავარიის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სამხრეთ ბრაზილიაში მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრაია გრანდეს ქალაქში, საჰაერო ბუშტის ბორტზე 21 ადამიანი იმყოფებოდა.
შტატის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ცამეტი ადამიანი, მათ შორის პილოტი, გადარჩა და არავინ დაკარგულა.
„პილოტის თქმით, კალათაში ხანძარი გაჩნდა, ამიტომ მან ბუშტის დაშვება დაიწყო და როდესაც ბუშტი მიწას ძალიან ახლოს მივიდა, მან ხალხს გადახტომა უბრძანა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრაია გრანდეს პოლიციის განყოფილების ოფიცერმა ტიაგო ლუის ლემოსმა.