რუსმა ოკუპანტებმა, წყალქვეშა ნავებიდან ლვოვის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მისი ორი რაკეტა გაანადგურა, – ამის შესახებ Ukrayinska Pravda, დასავლეთის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფის პრესცენტრზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, 15 მაისს, დილით, რუსებმა შავი ზღვიდან, ლვოვის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით.
Ukrayinska Pravda წერს, რომ საჰაერო სარდლობის ინფორმაციით საკრუიზო რაკეტები სავარაუდოდ წყალქვეშა ნავებიდან იყო გაშვებული, რომელთაგანაც ორი რუსული საკრუიზო რაკეტა დასავლეთის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ლვოვის რეგიონში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტს. ოთხი რუსული რაკეტა მოხვდა ( მთლიანად გაანადგურა) სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი იავორივის რაიონში, პოლონეთის საზღვართან.
ავტორი