“პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეების მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა რეპრესიების ახალი მძლავრი ტალღა დაიწყო”,_ ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
“ძალადობრივად, ღირსების შემლახავად აკავებენ და ჩხრეკენ პირების საცხოვრებელ ადგილებს, რაც მიზნად ისახავს, ადამიანების დაშინების გზით ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას”,_ ნათქვამია განცხადებაში.