საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დარღვევა დაფიქსირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – ნაძალადევის 09.22 უბანზე.
“ნაძალადევის 22-ე უბანზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევა: მარკერის სითხემ ბიულეტენზე გაჟონა, რაც ამომრჩევლის არჩევანს ადვილად იდენტიფიცირებადს ხდის და არღვევს ხმის ფარულობის პრინციპს.
ეს პრობლემა მასობრივად დაფიქსირდა, რაც მიუთითებს ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაუდევრობაზე. საჭირო იყო შესაბამისი სისქის ბიულეტენების დამზადება, რათა დაცული ყოფილიყო ხმის მიცემის ფარულობა.
ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას 2024 წლის საპარლამნტო არჩევნებზე დაიფიქსირებული დაღვევების შესახებ”,_ აცხადებს საია.