“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისის მერიას და საკრებულოს მიმართავს და შპს “ნარიყალასთვის” გორგასლის 3 ნომერში გადაცემული მიწის ნაკვეთის კანონიერების თავიდან შესწავლას მოითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გასული წლის ივნისის თვეში ცნობილი გახდა შპს “ნარიყალასთან” დაკავშირებით შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, თუმცა მასზე რეაგირება არ მოახდინა.
არასამთავრობო პარალელს ნაზღაიძის საქმესთან ავლებს, როდესაც დაინტერესების შემთხვევში “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახს, მილიონიანი კომპენსაცია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადასცა.
„დღევანდელი თვითმმართველობისთვის ამ ფაქტის შესახებ და სავარაუდოდ, კანონდარღვევის შესახებ ცნობილი გახდა, თუმცა ამაზე რეაგირება თვითმმართველობას არ მოუხდენია. ვინმე განსაკუთრებული დგას თუ არა ამის უკან, ამის შესახებ არსებობს კონკრეტული ეჭვები. ბუნებრივია, ეს ეჭვები და მათი დადასტურება “საიას” მანდატს მიღმაა, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები“, _ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.