საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეები.
“ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით.
შეკრება მანიფესტაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დადგენა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომლის განმავლობაშიც შენიღბული საპოლიციო რაზმების მიერ რამდენიმე ასეული ადამიანი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და უკანონო დარბევას.
20 ივნისის მოვლენების მსხვერპლთა უფლებებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) იურისტები იცავდნენ”,_ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საია ავრცელებს.