საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 2 პაციენტი, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა- ერთი იტალიიდან, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა.
„იმ ორი ახალი პაციენტიდან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც იტალიელებთან ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა. ორივეს სიცხე, დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატულა ხველა აქვს. აუცილებლად გაგრძელდება მათზე დაკვირვება, ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.