პირი, რომელმაც დატოვა ბომბი, სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე და აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია, _ აღნიშნული განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გააკეთა.
„ჩვენი შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის ბრძანება მოვიდა ჩრდილოეთ სირიიდან, აიინ ალ-არაბიდან, სადაც PKK/YPG-ს აქვს თავისი შტაბ-ბინა“, – თქვა სოილუმ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.
ინფორმაციისთვის, თურქეთის ბრძოლა ტერორისტული კამპანიის PKK-ს წინააღმდეგ წლებია გრძელდება. PKK თურქეთს, აშშ-ს და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი და ის პასუხისმგებელი იყო 40 000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ჩვილების სიკვდილზე. YPG მისი სირიის ფილიალია.