საინფორმაციო შეხვედრები კვლავ გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“ საინფორმაციო შეხვედრების განაგრძნობს. ამჟამად ბაილეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების ეკოკლუბთან მოხდა შეხვედრა.
„ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ ისაუბრა ქარსაფარი ზოლის მნიშვნელობაზე და არსებული მდგომარეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ირმა გორდელაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის გააქტიურება გარემოსდაცვითი მიმართულებით, მითუმეტეს ახლა, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე. ახალგაზრდებმა გამოთქვა სურვილი, გაავრცელონ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია საკუთარ თემში. დავურიგეთ საინფორმაციო ტრიპლეტები, ვესაუბრეთ მწვანე დერეფნის სარგებლობის შესახებ. შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ სკოლის მოსწავლეებს გააცნო ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ქარსაფარი ზოლის შესახებ. პროექტს “აქტიური ქალები უკეთესი გარემოსთვის” ახორციელებს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”, ” ქალთა ფონდი საქართველოში” მხარდაჭერით. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved