ისრაელში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქსოვილი ბიბლიური მეწამული საღებავით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაჭრის ნაწარმზე აღმოჩენილი საღებავი, სავარაუდოდ ბიბლიური მეფის დავითის მმართველობით დროით თარიღდება.
როგორც ამბობენ, რომ აღნიშნული საღებავი უფრო ღირებული იყო, ვიდრე ოქრო.
პირველად ამ პერიოდის ტექსტილის ფერი ამ რეგიონში გვხვდება.
ისრაელის ანტიკვარული ორგანიზაციის ექსპერტი, დოქტორი ნაამა სუკენიკი მას “ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან აღმოჩენას” უწოდებს.
ცნობისთვის, ფრაგმენტი აღმოაჩინეს ტიმნაში, იერუსალიმიდან სამხრეთით, დაახლოებით 220 კილომეტრში, გათხრების დროს.
მეწამული მოხსენიებულია ებრაულ და ქრისტიანულ ბიბლიებში, მათ შორის, მეფე დავითის, მეფე სოლომონისა და იესოს სამოსში.