მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაი ჩინური „და ჰუნ პაოა“. 2020 წელს 50 გრამი „და ჰუნ პაო“ აუქციონზე 20 ათას ევროდ გაიყიდა.
მწვანე ჩაი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან, ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის მომატებულ დონეს, იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან, აგრეთვე იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში.
საფრანგეთში ჩაის პოპულარიზაციას ხელი კარდინალმა მაზარინიმ შეუწყო, რომელიც ჩაის სამკურნალო საშუალებად იყენებდა და ერთ-ერთ წვეულებაზე მეფეს შავი ჩაი აჩუქა. ამის შემდეგ ჩაი საფრანგეთში მოდური სასმელი გახდა. შავ ჩაის უფრო ძლიერი და ტრადიციული გემო აქვს. რამდენიმე კვლევით დადასტურდა, რომ შავი ჩაი ამცირებს ინსულტის, გულის შეტევისა და სისხლძარღვთა დაავადების რისკებს. მას ასევე შეუძლია მოაწესრიგოს სისხლის მიმოქცევის პროცესი სისხლძარღვებში და დაარეგულიროს წნევა.
თეთრი ჩაი ყველაზე ნაკლები რაოდენობით შეიცავს კოფეინს და მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ამ ტიპის ჩაი მსუბუქი არომატით გამოირჩევა და ხშირად გამოიყენებენ, როგორც დელიკატურ დესერტს.
ავტორი