ფერადი თუ შავ-თეთრი? რა ფერებში ვხედავთ სიზმრებს? ბოლო დროს, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს.
მოკლე მეხსიერება. გაღვიძების პირველ წუთებში, ადამიანს სიზმარი მცირე დეტალებშიც კი ახსოვს. მაგრამ, საკმარისია 5 წუთი გავიდეს, რომ სიზმრის ნახევარი ავიწყდება, ხოლო 15 წუთის შემდეგ – სიზმრის 10% ძლივს იხსენებს.
სიზმრებისთვის განწირულები. ყველა ჯანმრთელი ადამიანი სიზმრებს ხედავს. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, გვავიწყდება სიზმრები და ვფიქრობთ, რომ არ ვხედავთ მათ. მხოლოდ ადამიანები, გარკვეული ფსიქიკური გადახრებით, არ ნახულობენ სიზმრებს.
კარგი მადა. უძილობა მხოლოდ ძალების დაკარგვას და გაღიზიანებას კი არა, ლეპტონის დეფიციტსაც იწვევს, რაც მადის მომატების წინაპირობა არის.
ემოციები. ემოციური მდგომარეობა, რომელსაც სიზმრებში განვიცდით, უფრო ხშირად, შფოთთან არის კავშირში, ვიდრე სიხარულთან. ჩვენ ბედნიერები უფრო იშვიათად ვიღვიძებთ, ვიდრე დათრგუნულები და უბედურები.
სიზმრებს ცხოველებიც ხედავენ. ცხოველებზე ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ისინიც ხედავენ სიზმრებს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, ენცეფალოგრამა და ტომოგრამა საჭირო არ არის – მძინარე ცხოველზე დაკვირვებაც საკმარისია.
რამდენიმე სიზმარი ერთ ღამეში. ჩვენი ქვეცნობიერი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი ღამის მანძილზე, რამდენიმე (4-7) სიზმარი ვნახოთ.
ხანმოკლე და ხანგრძლივი ძილის შედეგი. ადამიანები, რომლებსაც ღამის მანძილზე 4 საათი და უფრო ნაკლები და ისინი, ვისაც 9 საათი და უფრო მეტი სძინავთ, ხშირად, უდროოდ მიდიან ამ ქვეყნიდან.
ბავშვის გავლენა ძილზე. ყველა ბავშვი, 2 წლის ასაკამდე, მშობლებს 6 თვის ძილს ართმევს.
უძილობა. მამაკაცებს უძილობა უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე ქალებს. ისინი ორჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან ამ მხრივ, ვიდრე მამაკაცები.
არასაკმარისი ძილი. არასაკმარისი ძილი ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ორგანიზმის უნარზე, წინააღმდეგობა გაუწიოს ავთვისებიან პროცესებს. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში, მასში მცირდება მელატონინის დონე, რომელიც სიმსივნის უჯრედების ბლოკირებას ახდენს.
ძილი – ჩვენი ცხოვრების 1/3 ნაწილს შეადგენს. ადამიანი თავისი სიცოცხლის 25-30 წელს ძილში ატარებს.

































































