თუ ფუტკარი გაქრება დედამიწის ზურგიდან, ადამიანს ოთხი წელიც არ დასჭირდება გასაქრობად.
მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ მონეტაზე ფუტკრის სიმბოლო იყო გამოსახული.
თაფლი შეიცავს ცოცხალ ფერმენტებს.
თაფლი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ეხმარება ტვინს უკეთ მუშაობაში.
თაფლი ერთ-ერთი იშვიათი საკვებია დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება.
ერთი კოვზი თაფლი საკმარისია ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად 24 საათის განმავლობაში.
ფუტკრის მიერ წარმოებული პროპოლისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია.
მსოფლიოს დიდი იმპერატორის ცხედრები ოქროს კუბოში იყო დაკრძალული და შემდეგ თაფლით დაფარეს, რათა არ გაფუჭებულიყო.
ტერმინი „თაფლის ღამე“ მომდინარეობს იქიდან, რომ ახალდაქორწინებულები ქორწილის შემდეგ თაფლს მიირთმევდნენ ნაყოფიერების მიზნით.
ფუტკრის რძე რთული ბიოლოგიური პროდუქტია. ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა.
ფუტკრის რძე წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას.
ეკოლოგების მტკიცებით, 60-დან 90 პროცენტამდე საკვებს, მწერების საშუალებით, დამტვერვით (ენტომოფილია) და პირველ ყოვლისა, ფუტკრების დახმარებით ვიღებთ. პროდუქტებს შორის, რომლებსაც მათი დახმარების გარეშე ვერ მივიღებთ: ხილი, ბოსტნეული, მარცვლული და ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა.

































































