თანამედროვე ნაძვის ხე პირველად გერმანიაში მე-16 საუკუნეში გამოჩნდა. მე-19 საუკუნეში კი ძალიან პოპულარული გახდა ინგლისშთანამედროვე ნაძვის ხე პირველად გერმანიაში მე-16 საუკუნეში გამოჩნდა. მე-19 საუკუნეში კი ძალიან პოპულარული გახდა ინგლისშიც.
სანტა-კლაუსი რეალური ადამიანია და ის მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა. გამოდის, რომ მისი არსებობა მრავალ საუკუნეს ითვლის და კიდევ დიდხანს გაახარებს ჩვენი პატარების გულებს.
შობა დღეს საყვარელი ადამიანების დასაჩუქრება მნიშვნელოვანი ტრადიციაა. სწორედ ამიტომ, წელიწადის ამ დროს გაგზავნილი ამანათების რაოდენობა ერთი-ორად იმატებს. მაგალითად აშშ-ში საშობაო გზავნილების რაოდენობა სხვა სეზონებთან შედარებით 12%-ით იზრდება.
მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ნაძვის ხე თავისი მორთულობით $11,026,900-ად არის შეფასებული. ეს ნაძვის ხე 2010 წელს ემირატების სასახლეს ამშვენებდა.
სათამაშოებამდე ნაძვის ხის დეკორაციას საკვები პროდუქტები წარმოადგენდა, უფრო ხშირად კი, ხილი და ტკბილეული: ვაშლი, კაკალი, ნამცხვარი და ა.შ.
პირველად პატარა ფერადი ნათურები ნაძვის ხის მოსართავად 1895 წელს გამოიყენეს.
ცნობილი სიმღერა „Jingle Bells“, რომლის გარეშეც შობის აღნიშვნა წარმოუდგენელია, პირველი მუსიკალური ნაწარმოები გახდა, რომელიც კოსმოსში გაჟღერდა.
1659 წლიდან 1681 წლამდე ინგლისში შობის დღესასწაულის აღნიშვნა არალეგალურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლებოდა.
ავტორი