ცისარტყელა უძველესი დროიდან იპყრობდა ადამიანის ყურადღებას. ბიბლიაში ის ფიგურირებს, როგორც ღმერთის მიერ ადამიანებისთვის მიცემული ნიშანი პატიებისა და შერიგებისა.
ინგლისელი ფილოსოფოსი როჯერ ბეკონი ფიქრობდა, რომ ცისარტყელას ფერები თვალის სისველით გამოწვეული სუბიექტური მოვლენაა.
ცისარტყელის შესახებ პირველი თეორია მოგვცა 1637 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა რენე დეკარტმა. ცისარტყელა ჩნდება იმოტომ, რომ სინათლის სხივი გარდატყდება წვიმის ან ნისლის წყლის წვეთებში, რომლებიც ჰაერში ლივლივებენ. ეს წვეთები სინათლეს სხვადასხვა ფრად გადახრის.
დედამიწიდან ცისარტყელა, ჩვეულებრივ, რკალივით გამოიყურება, რაც უფრო მაღლიდან ვუმზერთ, მით უფრო გაღუნულია ის (მთიდან ან თვითმფრინავიდან შეიძლება ცისარტყელას წრეც კი დაინახო).
ცისარტყელაში ფერების თანმიდევრობა ისეთივეა, როგორც სინათლის სპექტრში, გარე წრეზე განლაგებულია წითელი, შიდა წრეზე -კი იისფერი. ცისარტყელის მსგავსი მოვლენა შეიძლება დაინახოთ შადრევნის, ჩანჩქერის შხეფებში.
ავტორი
ავტორი