ძაღლებს ყნოსვა კარგად აქვთ განვითარებული. მათ უყვართ საგნების დაყნოსვა, რადგან სუნის საშუალებით ბევრ ინფორმაციას იღებენ გარემოს შესახებ. სუნით მათ სხვა ძაღლებისა და ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ.
ძაღლები ხშირად კრთებიან გარშემომყოფთა უეცარ მოძრაობებზე ან ხმამაღალ ხმებზე. ისინი ფრთხილად არიან და ცდილობენ მოსალოდნელი საფრთხე არ გამოეპაროთ. ზოგიერთი ძაღლი მოსალოდნელ მიწისძვრასა და ქარიშხალსაც გრძნობს.
უნგრული პულის ისეთი გრძელი ბეწვი ეზრდება, რომ მიწაზე დასთრევს. მისი ყოველდღე დავარცხნა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მოითელება.
ერთერთი ყველაზე ძლიერი ძაღლი ჰასკია. ისინი ცივ რეგიონებში ბინადრობენ და იმდენად ძლიერები არიან, რომ ყინვასაც უმკლავდებიან, ამავდროულად მძიმე მარხილებსაც მიათრევენ.