„კოკა-კოლას“ ყველაზე დიდი სარეკლამო ნიშანი ჩილეს ქალაქ არიკაშია. მაღალ ბორცვზე 122 მეტრი სიგანისა და 40 მეტრი სიმაღლის ნიშანი 70 ათასი „კოკა-კოლას“ ბოთლითაა შედგენილი.
ყოველდღე მსოფლიოში 162 მილიონი ლიტრი „კოკა-კოლა“ და 84 მილიონი ლიტრი კომპანიის სხვა პროდუქტი მოიხმარება.
მთლიანად წარმოებული „კოკა-კოლა“ პლანეტის ყველა მოსახლეს რომ დაურიგდეს, თითოეულს 1 500 ბოთლი შეხვდება. თუ ამ რაოდენობას 0,25-ლიტრიან ბოთლებში ჩამოვასხამთ და ფეხბურთის მოედანზე დავაწყობთ, გამოვა 557 კილომეტრი სიმაღლის მთა, რომელიც ევერესტზე 63-ჯერ მაღალი იქნება. მათგან შედგენილი ოთხზოლიანი მაგისტრალი კი 96-ჯერ შემოუვლიდა დედამიწას.
„კოკა-კოლას“ პირველი სარეკლამო ბანერი 1904 წელს დახატეს და დღემდე იმავე ადგილასაა – ჯორჯიის შტატის ქალაქ კარტერსვილში.
1931 წელს „კოკა-კოლას“ კომპანიისთვის სანტა-კლაუსი შვედმა მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა ელფის სახით კი არ გამოსახა, როგორც მაშინ იყო მიღებული, არამედ, ჩვენთვის კარგად ნაცნობ წითელლოყება, მხიარულ მოხუცად.
„პეპსის“ მუდმივმა კონკურენტმა „კოკა-კოლამ“ ოლიმპიურ თამაშებთან „თანამშრომლობა“ 1928 წლიდან დაიწყო. კომპანია მისი ყველაზე „გრძელვადიანი“ სპონსორია.
„კოკა-კოლას“ კომპანიას თითქმის ყოველ წელს ახალი სარეკლამო სლოგანი აქვს და დღემდე 90-ზე მეტია შექმნილი.
ავტორი