სოკოს 3000-მდე სახეობა არსებობს, მათგან ჯანმრთელობისთვის საშიშია მხოლოდ 50(!), დანარჩენი ბუნებამ ადამიანის სასარგებლოდ შექმნა.
სოკო ევროპელებისთვის დელიკატესია, ზოგიერთი ქვეყნისთვის კი – პური არსობისა. უძველესი დროიდან სოკო შეუცვლელი იყო ნებისმიერ სადღესასწაულო თუ ყოველდღიურ სუფრაზე, განსაკუთრებით მარხვის დროს. სოკო შეიძლება მოხარშოთ, შეწვათ, გაახმოთ, დაამწნილოთ.
სოკო შეიცავს ძალიან ბევრ ცილას. საკმარისია შეჭამოთ ძალიან ცოტა და შიმშილის გრძნობა გაქრება. სოკო B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს (სპილენძს, იოდს, თუთიას, ფოსფორს, კალიუმს), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ებრძვის ვირუსულ ინფექციებს.
ბევრ ცილას შეიცავს – ვერხვისძირა, ნახშირწყლებს – მანჭკვალა, A ვიტამინს და B ჯგუფის ვიტამინებს – მელისყურა. ერთი სიტყვით, სოკო არა მარტო საკვებია, არამედ დიეტოლოგის ოცნებაც.
თუმცა სოკოსთან დიდი სიფრთხილე გვმართებს, მას შეუძლია შეიწოვოს მიწიდან ჰაერი, წყალი, დააგროვოს ტოქსინები და რადიოაქტიური ნაერთები, არ შეინახოთ გარეცხილი და გასუფთავებული სოკო, უმჯობესია მაშინვე მოხარშოთ ან შეწვათ. დაკონსერვების დროს არ მოხუფოთ ლითონის სახურავით, შეიძლება გაჩნდეს ბოტულიზმის ბაქტერიები. მომზადებული კერძი არ შეინახოთ მეორე დღისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ კარტოფილთან ერთად არის მომზადებული.
უძველესი დროიდან ხალხს მიაჩნდა, რომ თეთრი სოკო კურნავს გულს, ორგანიზმს მატებს ტონუსს, აქვს ბაქტერიციდული თვისებები, ხის სოკო სასარგებლოა თირკმლებისთვის: ქამა, მანჭკვალა, ზეთიანა – შველის თავის ტკივილს, ამასთან, მანჭკვალა მსუბუქი გამხსნელია. არყა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, მელისყურა – შველის რადიკულიტს.
ავტორი