საინვესტიციო საბჭოს შექმნის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. სამეთვალყურეო საბჭომ, რომელშიც ჩართულია სამი მინისტრი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების _ნათია თურნავა, ფინანსთა _ ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის _ დავით სერგეენკო.
იმ კანდიდატებს შორის რომლებმაც სურვილი გამოთქვეს საინვესტიციო საბჭოს წევრობაზე კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით გამოავლინეს 5 ადამიანი. მათი მონაცემები მიეწოდა განსახილველად პარლამენტს. უახლოეს მომავალში მათ შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ეცნობება.
საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;
არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა;
საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით მოამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს); განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
შერჩეული 5 კანდიდატიდან რამდენიმე ამჟამად მსოფლიოს სხვა ქვეყნების სახელმწიფო საპენსიო სააგენტოებში მუშაობს – მათ შორის ოლივიე რუსო 2011 წლიდან არის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის ბორდის წევრი, ხოლო ტიმო ვირერკენტა ფინეთის სახელმწიფოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი ოფიცერია. წარმოშობით ერთადერთი ქართველი კანდიდატი, დავით წიკლაური 2019 წლის აპრილის ჩათვლით “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. თუ ეს კანდიდატები პარლამენტის მხარდაჭერას მიიღებენ, ისინი საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდებიან. კანონის მიხედვით, საბჭოს წევრებმა სრული შემადგენლობის უმრავლესობით შემდგომში საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.
პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდებიან:
დავით წიკლაური (3 წლის ვადით); ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით); ოლივიე რუსო (5 წლის ვადით); ტიმო ვირერკენტა (5 წლის ვადით); მაიკლ რიდლი (5 წლის ვადით).