ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად გენო მორჩილაძე, ხოლო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსად ნატალია ხომერიკი დაინიშნენ. როგორც ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ აღნიშნა, გენო მორჩილაძე და ნატალია ხომერიკი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და ისინი სწორედ ამ ნიშნით იყვნენ შერჩეულები აღნიშნულ პოზიციებზე – ინფორმაცია საკადრო ცვლილებებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.





































































