ამ წუთებში გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ახლად დანიშნული გუბერნატორი გიორგი ურუშაძე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
ურუშაძემ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
როგორც ურუშაძემ აღნიშნა, რომ მისი სურვილია, ადგილზე ჩავიდეს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში და შეხვდეს და ესაუბროს მოსახლეობას.
„მინდა მონაწილეობა მივიღო ყველა იმ პროექტში, რაც გურიაში ხორციელდება. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, შევხვდე და ვესაუბრო გურიის მოსახლეობას“, _ თქვა გიორგი ურუშაძემ.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, ვის დანიშნავდა გუბერნატორის პირველ მოადგილედ, რომლის პოსტი ამ წუთებში ვაკანტურია, სახელმწიფო რწმუნებულმა თქვა, რომ საკადრო ცვლილებების გატარებას არ აპირებს.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე