ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სენატის წინ, ტაილანდურ კრივში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სენატორები – 59 წლის ფაიაპ ტონგჩუენი და 64 წლის დურეკ ტუნგფანგი.
მართალია, საჩვენებელი ორთაბრძოლა “ეროვნულ საბრძოლო ხელოვნებათა” დაცვა-შენარჩუნებას ეძღვნებოდა, მაგრამ მაყურებელთა საერთო აზრით, სენატორებმა ერთმანეთზე დაგროვებული ჯავრიც “კარგად ამოიყარეს”.
კარგი იქნება, თუ ჩვენი დეპუტატებიც “მსგავსი მიზნით” ქართულ ჭიდაობასა და ხრიდოლში შეერკინებიან ერთმანეთს.