საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.
„ველოდებოდით 15 ტესტის პასუხს და მივიღეთ, 14 იყო უარყოფითი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტია ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“,_ განაცახადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისას კორონავირუსი დაუდგინდა,სრულად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს. ის 2 კვირიან თვითიზოლაციაში დარჩება პრევენციის მიზნით.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული.