საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების ამოქმედებას ეწინააღმდეგება. ქართული მხარე უკრაინის და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებთან ერთად კატეგორიულად უარს ამბობს, ევროსაბჭო რაიმე სახის კომპრომისზე წავიდეს და რუსეთს ხმის უფლება აღუდგეს.
ოფიციალური მოსკოვი ღიად ცდილობს ევროსაბჭოს მოქმედ წევრებზე ზემოქმედებას. მიმდინარე სესიაზე,რომელიც სტრასბურგში დღეს გაიხსნება, სწორედ ეს იქნება მთავარი საკითხი.
რუსეთს ყირიმში განხორციელებული აგრესიისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ჩარევის გამო ხმის უფლება 2014 წლის აპრილში შეუწყდა. დებატები ამ საკითხზე ხვალ გაიმართება. დაგეგმილია ტორბიორნ იაგლანდის გამოსვლაც, რომელსაც რუსეთთან შერბილებული პოზიცია აქვს, თუმცა გაიზიარებს თუ არა ევროსაბჭო გენმდივნის პოზიციას, უცნობია.
ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ ევროსაბჭო კომპრომისზე არ უნდა წავიდეს. საქართველოს დელეგაციას თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.