საქართველო 2022 წელს ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ მიიღო, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება.
„მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და დინამიური. ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის ძალიან მაღალი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს იმ ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომლებიც უნდა მოხვდნენ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, საქართველოს თითოეულ სოფელში და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტი არის წარმატების კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.