მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა უკვე დაშვებულია. დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის შენობების ფასადებსა და შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეც.
მინდელის შახტში ტრაგედია გუშინ დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
დაღუპული მეშახტეები საკუთრ სახლებში გარდაცვალებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, გვიან ღამით მიასვენეს. მანამდე კი, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, სავარაუდოდ სამთო დარტყმის შედეგად დაღუპულებს ექსპერტიზა ქუთაისში უტარდებოდათ.