საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია. ტომას გრემინგერი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. გენერალური მდივნის რანგში საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას.
ასევე მხარეები ისაუბრებენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლბების განმტკიცების თვალსაზრისით.