საქართველოს გენერალთა კლუბი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და მიესალმება იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც მინისტრთა ახალმა კაბინეტმა გააჟღერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების კუთხით.
დაარსების დღიდან ვცდილობდით, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობაში; თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხედვა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობის განვითარებაზე, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. საქართველოს გენერალთა კლუბი ჩართულია თავდაცვის სამინისტროს პროექტებში, განსაკუთრებით, აქტიური რეზერვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში მომზადებისა და ქვეყნის ტოტალური თავდაცვისა კონცეპტის დანერგვაში;
საქართველოს გენერალთა კლუბი მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობა ამ და სხვა, ახალ პროექტებში. (R)