2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ რეზიდენტებს ლიეტუვაში ჩავსლისას სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვას საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ლიეტუვას ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო, თუმცა შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაციის გაუარსების შემთხვევაში გადაიხედოს.
,,ლიეტუვას ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე წარმოადგენს ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელს, 2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14 დღიან თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს“ – ნათქვამია საქართველოში ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.