საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა მიმდინარეობს.
„სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის პოლიციის განყოფილების იზოლატორში გარდაცვლილი იპოვეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა ალექსანდროპოლისის პოლიციის განყოფილებაში თავი მოიკლა.
დაკავებული სასამართლოს წინაშე მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა წარმდგარიყო.
წყარო: იმედინიუსი