საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში მომავალი კვირის დასაწყისში კორონავირუსის 1 000 სწრაფი ტესტი იქნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას საჩუქრად ჩინეთმა გადმოსცა.
“ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პიროვნებების სწრაფი ტესტირება, რომელზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან დაკავშირებით და ამ პროცესის დაწყება მომავალი კვირის ბოლოდან უკვე შესაძლებელი იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები გრძელდება კორეის სახელმწიფოსთანაც, საიდანაც ქვეყანა დამატებით 200 ათას სწრაფ ტესტს ელოდება.