საქსტატი სტატკისტიკურ პუბლიკაციას „საქართველოს წელიწდეულ 2019“-ს აქვეყნებს.
აღნიშნული პუბლიკაციის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2019 წელს 3 723.5 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 58.7% ქალაქში, ხოლო 41.3% სოფლის მაცხოვრებელია.
წელს 3 723.5 ათასი მაცხოვრებლიდან 1 790.9 კაცია, 1 932.6 კი ქალი.
ამავე პუბლიკაციის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 729.6 ათასი კაცს შეადგენდა, რომელთაგან 58.3% ქალაქში, ხოლო 41.7% სოფელში ცხოვრობდა.3 729.6 ათასი ადამიანიდან 1 791.6 კაცი, 1 938.1 კი ქალი იყო.