საქართველოს მთავრობა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ყველას, განსაკუთრებით კი აფხაზებს, აფხაზური ენის დღე მიულოცა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა ნდობის აღდგენის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
„ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, გამოყოფილი იქნება შესაბამისი ბიუჯეტი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.