,,ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15000000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა”, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.430 პროცენტით, მაქსიმალური 8.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455%-ით განისაზღვრა”, _ აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
12 აპრილს საქართველოს მთავრობას ბიუჯეტიდან მილიარდ 700 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალი უნდა დაეფარა. სპეციალისტების განმარტებით, ამით 10 წლის წინ აღებული 500 მილიონი დოლარის ძირი დაიფარება, რასაც დაემატება მიმდინარე წლის პროცენტი 34,5 მილიონი დოლარის ოდენობით.



































































