საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა ვებ-გვერდი PROVAX.GE
ვებგვერდზე მოქალაქეებს შეეძლებათ მიიღონ პასუხები კითხვებზე:
- რატომ უნდა ჩაიტარონ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
- როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში;
- რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება;
- როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა;
- უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;
- საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.
ვებსაიტზე აგრეთვე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.ასევე განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.